ცეკვა საზღვრებს მიღმა

Posted on 09/06/2013 | 0 comments

ცეკვა საზღვრებს მიღმა

ხელოვანები, აკადემიკოსები და სახელოვნებო სფეროს მოღვაწეები საფრანგეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ბათუმში შეიკრიბებიან, რათა ერთობლივი სემინარები და წარმოდგენები ჩაატარონ. შემოგვიერთდით, ყველას გეპატიჟებით!

პროექტის „ცეკვა საზღვრებს მიღმა“ ფარგლებში იგეგმება ცეკვასა და მოძრაობაზე ფოკუსირებული ღონისძიებების ჩატარება პარიზში, სტამბულში, ხოფასა და ბათუმში.

მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა შავი ზღვისპირა ქვეყნების მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ადამიანები არ იცნობენ ცეკვის თანამედროვე ფორმებს.

ადგილობრივ მოცეკვავე ჯგუფებს და ახალგაზრდა მოცეკვავეებს არ აქვთ მდგრადი კავშირები უცხოურ ჯგუფებთან და არ არიან აქტიურად ჩართული საერთაშორისო პროექტებში.

პროექტის ფარგლებში, უცხოელი ხელოვანები და მკვლევარები ადგილობრივ, სხვადასხვა დისციპლინის წარმოამდგენელ ხელოვანებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად გაიზიარებენ გამოცდილებას, იმსჯელებენ შექმნილ ვითარებასა და ახალ ფორმებზე, ასევე გაიმართება წარმოდგენები, ჩატარდება კვლევები და ვორქშოპები.

16 ივნისი 15:00 სთ: „აღმოაჩინე შენი ამბავი“ – ვორქშოპი დრამის ხელოვნებაში; ეზრა ჩისმეჯი
მის: ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ლადო ასათიანის ქ. 37, ბათუმი;

16 ივნისი 19:00 სთ – შეხვედრა ხელოვანებთან;
მის: პრეს-კაფე, მელაშვილის და საბჭოს კვეთა 2-1, ბათუმი;

17 ივნისი 19:00 სთ – წარმოდგენა ღია ცის ქვეშ – ჟული ნიოში და ალექსანდრ მეირი;
მის: „6 მაისის პარკი“, რუსთაველის ქ.51, ბათუმი;

17 ივნისი 20:00 სთ – „დოლაპი“ – ფილიზ სიზანლის და მუსთაფა კაპლანის დასის წარმოდგენა;
მის: შოთა რუსთაველის სახელობის სახ. უნივერსიტეტი, ნინოშვილის ქ. 35, ბათუმი

18 ივნისი 12:00 – „მოძრაობა მინდა“ – ვორქშოპი თანამედროვე ცეკვის ტექნიკაში. ფილიზ სიზანლის და მუსტაფა კაპლანი;
მის: ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ლ. ასათიანის 37, ბათუმი;

18 ივნისი 16:00 სთ – ვორქშოპი იმპროვიზაციაში – ჟული ნიოში და ალექსანდრ მეიერი;
მის: მის: ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ლ. ასათიანის 37, ბათუმი;

დამატებითი ინფორმაციისთვის:
ტელ: 593331499
levanikhujadze@gmail.com




Leave a Reply

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir